воскресенье, 24 сентября 2017 г.

მეოთხე დღის რეფლექსია

დღე იყო ძალიან შრომატევადი.  გადავხედეთ განვლილ მასალას ,ვისწავლეთ ბლოგის საიტად გადაქცევა,  პორტფოლიოს გასაჯაროება და მივიღეთ საკმაოდ დიდი საშინაო დავალება. მადლობა ჯგუფის  წევრებს და ქალბატონ  ლალის.

суббота, 23 сентября 2017 г.

მესამე დღის რეფლექსია

  დღე ძალიან ნაყოფიერი იყო. გავიმეორეთ განვლილი მასალა, ჩამოვაყალიბეთ პროექტის განსახორციელებელი მიზნები და გავეცანით ზოგად, თემატურ და შინაარსობრივ კითხვებს, რომლებსაც გამოვიყენებთ შემდეგი ეტაპისათვის. , გავუკეთეთ ჯგუფებში კომენტარები ერთმანეთს. მადლობა ჯგუფის წევრებს და ქალბატონ ლალის ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის.

воскресенье, 17 сентября 2017 г.

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები

ზოგადი:

რისთვის  გვჭირდება  ჰაერი?

თემატური:

როგორ  ავიცილოთ თავიდან  ჰაერის დაბინძურება?

რამ განაპირობა 21-ე საუკუნეში ჰაერის  დაბინძურება?

რა არის ჰაერის შემადგენელი კომპონენტები?

რა რისკები არსებობს დაბინძურებული ჰაერის შემთხვევაში?

შინაარსობრივი:


როგორ გამოითქმის ინგლისურად '' ჰაერის დაბინძურება?''

რა ლექსიკური მარაგი დაგვჭირდება დაბინძურებული ჰაერის ასაღწერად?





პროექტის სასწავლო მიზნები


         
  •  მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას ინგლისური და ქართულენოვანი წყაროებიდან  დაბინძურებული ჰაერის შესახებ,
    •  მიმართავენ კომპეტენტურ პირებს (ქიმიკოსებს)თუ როგორი ჰაერით ვსუნთქავთ.
    • გამოკითხვის შედეგების მიხედვით გაანალიზებენ მიღებულ შედეგებს,
    •  გააკეთებენ დასკვნებს,
    • გააკეთებენ მიზნობრივ პრეზენტაციას.

воскресенье, 10 сентября 2017 г.

მეორე დღის რეფლექსია

გავეცანით პროექტის გეგმის ნიმუშებს რაც დამეხმარება საშინაო დავალების შესრულებაში,გავეცანით 21-საუკუნის უნარებს,გუგლ დრაივში შევქმენით ელექტრონული პორტფოლიო, ტრენინგის განმავლობაში შევისწავლეთ ბლოგის შექმნა, მასში ინფორმაციის განთავსება, მისი კორექტირება, რაც საშუალებას მოგვცემს შევინახოთ საინტერესო და საჭირო მასალა,რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი ტრენერს ქალბატონ ლალის.

ესგ-თან კავშირი

სტანდარტი
უცხ.ს .IV.6.მოსწავლეს შეუძლია წაიკითხოს და გაიგოს სხვადასხვა სახის ინფორმაციული ტექსტი.
  უცხ.ს.IV.13.მოსწავლეს შეუძლია მცირე ზომის ტექსტის შედგენა,რომელშიც ავლენს თვითგამოხატვის უნარს.
უცხ.ს.IV.27.მოსწავლეს შეუძლია მცირე ზომის ტექსტის შედგენა,რომელშიცავლენს თვითგამოხატვის უნარს.
უცხ.ს.IV.28.მოსწავლეს შეუძლია ინფორმაციის დამუშავება მისი დამახსოვრებისა და ეფექტურად გამოყენების მიზნით.
უცხ.ს.IV.29.მოსწავლეს შეუძლია თანამშრომლობა თანაკლასელებთან,მასწავლებელთან,მეწყვილესთან შედეგების გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით.

უცხ.ს.IV.16.მოსწავლეს შეუძლია ინტერაქციაში მონაწილეობა.

პროექტის იდეა

   ჰაერი, რომლითაც ვსუნთქავთ
რა შემადგენლოვისაა ჰაერი რომლითაც ვსუნთქავთ? მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას ინგლისური და ქართულენოვანი წყაროებიდან, იმსჯელებენ რა გავლენას ახდენს დაბინძურებული ჰაერი მათ ჯანმრთელობაზე, შეაფასებენ რისკებს, გააკეთებენ დასკვნებს,  წარმოადგენენ ციფრულ მასალას ინგლისურ ენოვანი ინფორმაციით,  რეკომენდაციებით  და გააკეთებენ პრეზენტაციას.